საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030193220381613*
KA030193220381613
             № 01-163/ო 16 / აგვისტო / 2013 წ.             
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სათათბირო ორგანოს - პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის, მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- მუხლის  შესაბამისად,  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1.

პირველადი ჯანდაცვის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, მართებული და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნას სათათბირო ორგანო - პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში -საბჭო) 

მუხლი 2.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები და სათათბირო სტატუსით მონაწილე წევრები, ასევე საჭიროებისამებრ, მოწვეული სხვა სპეციალისტები.   

მუხლი 3.

1. საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

) მარიამ ჯაში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე;

) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;

) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;

) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;  

ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ვ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

) სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფროსი, საბჭოს წევრი;

) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საბჭოს წევრი;

) სსიპ . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, საბჭოს წევრი;

კ) სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, საბჭოს წევრი;

ლ) აფხაზეთის /რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საბჭოს წევრი;

მ)  აჭარის ა/რ  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საბჭოს წევრი.

2. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის არყოფნის (მივლინება, დროებითი შრომისუუნარობა, შვებულება და ა.შ.) შემთხვევაში, აღნიშნული წევრის ნაცვლად, საბჭოში მონაწილებას იღებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.  

3. საბჭოს მუშაობაში სათათბირო სტატუსით მონაწილეობენ: 

ა) ქალაქ თბილისის პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამი (3) წარმომადგენელი, რომელთა კანდიდატურა წარედგინება საბჭოს სამდივნოს თბილისში მოქმედი პოლიკლინიკებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთობლივი შეთანხმებით.

ბ) ქ. ბათუმის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ერთი (1) წარმომადგენელი, რომლის კანდიდატურა წარედგინება საბჭოს სამდივნოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

გ) ქ. ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ერთი (1) წარმომადგენელი, რომლის კანდიდატურა წარედგინება საბჭოს სამდივნოს  ადგილობრივ დონეზე მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წარმომადგენლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე.

დ) ქვეყნის თითოეული რეგიონიდან პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები, რომელთა კანდიდატურები წარედგინება საბჭოს სამდივნოს ადგილობრივ დონეზე მოქმედი სამინისტროს წარმომადგენლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. საბჭოში წევრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს:

დ.ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთი (1) წარმომადგენელი;

დ.ბ) გურიის რეგიონის ერთი (1) წარმომადგენელი;

დ.გ) იმერეთის რეგიონის ერთი (1) წარმომადგენელი;

დ.დ) კახეთის რეგიონის ერთი (1) წარმომადგენელი;

დ.ე) მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთი (1) წარმომადგენელი;

დ.ვ) რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის რეგიონის ერთი (1) წარმომადგენელი;

დ.ზ) სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ერთი (1) წარმომადგენელი;

დ.თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთი (1) წარმომადგენელი;

დ.ი) ქვემო ქართლის რეგიონის ერთი (1) წარმომადგენელი;

დ.კ) შიდა ქართლის რეგიონის ერთი (1) წარმომადგენელი. 

4.  საბჭოს მუშაობაში სათათბირო სტატუსით მონაწილეობეთხოვოთ:

)  ნინო მოროშკინა - მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სპეციალისტ;

) რუსუდან კლიმიაშვილ  - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ;

)  თამარ უგულავა - გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის სპეციალისტ;

) ნინო ყოჩიშვილ -ევროკავშირის საქართველოში  წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერ;

)  თამარ სირბილაძე - შშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის უფროს მრჩეველ;

) თამარ გაბუნია - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  ტუბერკოლოზის პრევენციის პროექტის დირექტორ;

) თამარ ჩიტაშვილ - შპს ,,University Research Course”-ის ფილიალის დირექტორ საქართველოში; აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის ხელმძღვანელ;

) დევი ხეჩინაშვილი - საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტ;

) სერგო საყვარელიძე - სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი სი აი"-ს წარმომადგენელს;

) ზაზა შენგელია - შპს ,,სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი"-ს წარმომადგენელს;

) ბესარიონ ფესტვენიძე  - სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი"-ს წარმომადგენელს;

) თამარ გულედან - სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს "არქიმედეს გლობალ ჯორჯია"-ს წარმოადგენელს;

) ქეთი ქათამაშვილ  - შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო"-ს წარმომადგენელს;

) ნინო გაჩეჩილაძე - შპს "სადაზღვევო კომპანია ალფა"-ს წარმომადგენელს;

თამაზ ბუტიკაშვილ - შპს ,,დაზღვევის კომპანია ქართუ-ს წარმომადგენელს

მუხლი 4.

1. საბჭოს ფუნქციებად განისაზღვროს:

) ქვეყნის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული პოლიტიკის და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

) პირველადი ჯანდაცვის ქსელის ჩამოყალიბებასა და მართვასთან დაკავშირებული მიზნების, სტრატეგიების, რესურსების საერთო მოთხოვნების განსაზღვრაში მონაწილეობა;

გ) პირველადი ჯანდაცვის დონეზე მიმდინარე პროგრამების და სერვისების შეფასება, პრობლემების საყურადღებო საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

) პირველად ჯანდაცვაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სხვადასხვა ასპექტების ურთიერთკავშირისა და კოორდინირების უზრუნველყოფა და ეტაპობრივი ამოცანების განსაზღვრა;

) პირველადი ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციის მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება.

2. საბჭო უფლებამოსილია:

) ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან, დონორ ორგანიზაციებთან, მოაწყოს მოსმენები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ;

) მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და ინფორმაცია;

გ) საჭიროების შემთხვევაში, შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი ფუნქციები და ამოცანები.  

მუხლი 5.

1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

3. სხდომის მოწვევის დროსა და დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.

4. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:

) საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე, მოიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები, შესაბამისი ექსპერტები და/ან სპეციალისტები;

) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია.   

5. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს მუდმივმოქმედ წევრთა ნახევარზე მეტი.

6. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს დამსწრე მუდმივმოქმედ წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

7. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმის სახით, სადაც აღინიშნება მიღების თარიღი, რიგითი ნომერი (სხდომის რიგითობის მიხედვით) და გადაწყვეტილების შინაარსი.

8. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრები და საბჭოს მდივანი.  

9. ცალკეულ შემთხვევებში, საბჭოს წევრებთან საკითხის შეთანხმება ან სხდომის ოქმზე თანხმობის გამოხატვა შესაძლოა განხორციელდეს ელექტრონული ფორმითაც, რომლის პროცედურას განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.   

10. საბჭოს სხდომის მოწვევის ორგანიზებას, დღის წესრიგის შემუშავებას, საბჭოს სხდომამდე საბჭოს წევრებისათვის დღის წესრიგის მიწოდებასა და საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს - საბჭოს მდივანი.

11. საბჭოს სამდივნოს ფუნქციასა და საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი.

12. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სათათბირო ორგანოსპირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 3იანვრის N01-1/ო ბრძანება.

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



 

მინისტრი
დავით სერგეენკო